14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ავეჯი მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე.

ეს ვადა აითვლება მომხმარებლის მიერ ავეჯის მიღების დღიდან

ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე.

კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.

ფიზიკური პირებისათვის ნივთის დაბრუნება ხდება შემდეგი პირობებით:

დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განცხადება, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:

  1. მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  2. შეკვეთის გაფორმების თარიღი;
  3. შეკვეთის მიღების თარიღი;
  4. მომხმარებლის სახელი და გვარი;
  5. მომხმარებლის მისამართი;
  6. ფორმის შევსების თარიღი;
  7. განაცხადის გადაგზავნა შესაძლებელია ლივას დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: sales@liva.ge ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების
  8. თანხის უკან დაბრუნება მოხდება ავეჯის უკან დაბრუნების შემდეგ 14 კალენდარული დღის განმავლობაში
  9. ავეჯის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
  10. ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
  11. თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
  12. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.
  13. დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა, მიწოდების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  14. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელ მდგომარეობაში. ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ. ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
  15. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
  16. მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს ან გააგზავნოს დაბრუნების პუნქტში – გრიგოლ ლორთქიფანიძის 81, თბილისი

დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  • ავეჯი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით; „მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.“;

მომხმარებლის საყურადღებოდ:

  • ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ შემოწმებული, გარეგნული ნაკლის არმქონე პროდუქტი;
  • დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა (ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად)
  • ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან განადგურების რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება;